პროექტის შესახებ

პროექტის სახელი    ,,კვირის ამოცანა"

პროექტის მიზანი:  მოსწავლეებში

  •  მათემატიკის ღრმად შესწავლის ინტერესის აღძვრა
  •  მათემატიკური ცოდნის ტრანსფერის უნარის განვითარება
  •  ცოდნის პირობისეული კატეგორიის გამოყენების უნარის განვითარება 
  • განსაკუთრებული მათემატიკური  ნიჭის მქონე მოსწავლეების აღმოჩენა
  • პროექტის ბლოგის შექმნა    
მონაწილეთა ასაკი:  15-17 წ.

მოსალოდნელი შედეგები:
  • მოსწავლეები განივითარებენ მათემატიკური ცოდნის პრაქტიკაში ტრანსფერის უნარს
  • მოსწავლეები განივითარებენ კვლევისა და შემოქმედებით უნარებს
  • შეიქმნება პროექტის ბლოგი

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:   
მუხლი 9. ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი საგანმანათლებლო პრინციპები  
ე) სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს. 
ე.გ) პირობისეული ცოდნა დინამიკურია და გულისხმობს პირობების ანუ არსებითი ნიშან-თვისებების ამოცნობას. იგი უზრუნველყოფს სხვადასხვა კონტექსტში ცოდნის ადეკვატურად გამოყენებას და პასუხობს კითხვას: როდის და/ან რატომ გამოვიყენო ეს ცოდნა?                                                     

პროექტის ფასილიტატორი: მათემატიკის მასწავლებელი ბელა აკობიძე


Комментариев нет:

Отправить комментарий